Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცები ქალთა უფლებებისთვის - პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურა

25 ნოემბერი, 2014 19:42

„დიდი ხნის განმავლობაში ღრმად მწამდა, რომ ქალისა და კაცის თანასწორობა ბუნებრივი პროცესია. დღევანდელი მდგომარეობით მივხვდი, რომ მეტი და აგრესიული ჩარევაა საჭირო, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ახლა გეუბნებით მათ, ვისაც ადრე არ გეთანხმებოდით, საკანონმდებლო ჩარევის საჭიროებაზე - ახლა გეთანხმებით. ძალიან ბევრ გოგონას, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და ჩვენს შეკრებას ჩაფიქრებული უყურებს, ვპირდები, რომ შორს არ არის დრო, როცა ერთად დავასრულებთ ძალადობას“, - თქვა უსუფაშვილმა.

ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ტარდება, რომელიც მთელს მსოფლიოში 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იწყება.

ღონისძიების პარალელურად, ახალი გლობალური კამპანია HeforShe გაიხსნა. ესაა კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისათვის. 

მოძრაობის მხარდაჭერა ხელმოწერით ოფიციალურად გამოხატეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანუშ ჰერმანმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^