Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ფარული მოსმენების საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება

28 ნოემბერი, 2014 13:30

„მინდა, მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მიღებას.

პრემიერის აზრით, ეს, მართლაც, ოპტიმალური ვარიანტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა.

„იმედია, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

„ჩემთვის, მართლაც, გასაოცარია ის რეაქცია, რაც აქვთ ჩვენს ე.წ. ოპონენტებს. მართლაც, 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა ამ უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა“, - ამბობს ღარიბაშვილი.

გუშინ პარლამენტმა ფარული მოსმენის შესახებ ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო პაკეტის პირველი კანონპროექტი - საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, 75 ხმით,  58-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დაახლოებით, ასეთივე მხარდაჭერა ჰქონდა პაკეტში შეტანილ სხვა კანონპროექტებს.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ე.წ. გასაღების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებს, პარლამენტმა ჩააგდო. პაკეტში შეტანილ პირველ კანონპროექტს ხმა 61-მა დეპუტატმა მისცა, 71 წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^