უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი 74 ხმით, 44-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენითაც მიიღეს.
კენჭისყრამდე კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრმა თინა ხიდაშელმა და "თავისუფალმა დემოკრატებმა".
გუშინ პარლამენტმა ფარული მოხმენების შესახებ ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო პაკეტის პირველი კანონპროექტი - საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, 75 ხმით, 58-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ე.წ. გასაღების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებს, პარლამენტმა ჩააგდო. პაკეტში შეტანილ პირველ კანონპროექტს ხმა 61-მა დეპუტატმა მისცა, 71 წინააღმდეგ წავიდა.