უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი 73 ხმით, 30-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღეს.
გუშინ პარლამენტმა ფარული მოხმენების შესახებ ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო პაკეტის პირველი კანონპროექტი - საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, 75 ხმით, 58-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ე.წ. გასაღების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებს, პარლამენტმა ჩააგდო. პაკეტში შეტანილ პირველ კანონპროექტს ხმა 61-მა დეპუტატმა მისცა, 71 წინააღმდეგ წავიდა.