Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა

30 ნოემბერი, 2014 21:05

პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა. ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დღეს დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ფარული მოსმენა-მიყურადების ორი ე.წ. გასაღებიდან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება და შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა მას ექნება, ხოლო მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს შენიშვნები და ალტერნატიული ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა. თუმცა კანონმდებლებმა ის არ გაიზიარეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^