Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს მომსახურების სააგენტო: მართვის მოწმობის ასაღები ბილეთები გართულებული არ არის

02 დეკემბერი, 2014 16:36

"მართვის მოწმობის აღების მსურველთა დიდი ნაკადის გამო, რაც თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია,  გაცნობებთ რომ 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განაცხადების მიღება, ნაცვლად 16:30 საათისა იწარმოებს 15:00 სთ-მდე, რათა თითოეულმა მსურველმა შეფერხების გარეშე შეძლოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა". -  ამ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ რომ 2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.

სააგენტოს განცხადებით: "გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე.  გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^