Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცაგარეიშვილი: მტკვარზე 16 ჰესის აშენება დაგუბებას და დატბორვას არ საჭიროებს

08 დეკემბერი, 2014 20:24

„გარემოს დაცვის კომიტეტი ამ საკითხის განხილვაში არ არის ჩართული, რადგან ამის ვალდებულება არ გვაქვს, თუმცა სურვილი ყოველთვის არის, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა „ლიბერალს“ მდინარე მტკვარზე დაგეგმილი 16 ჰესის მშენებლობის შესახებ უთხრა.

როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, უახლოეს წლებში მტკვრის ქვედა დინებაზე დაგეგმილია კასკადების აშენება თბილისამდე, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანია  შეასრულებს ამ სამუშაოებს.

„პროექტის შესახებ დასკვნა აუცილებლად უნდა გასცეს გარემოს დაცვის სამინისტრომ. მათი ნებართვის გარეშე მშენებლობა ვერ დაიწყება. სამინისტროში პროექტები ჯერ არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იწყება თუ არა მშენებლობა“, - განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცაგარეიშვილი საუბრობს იმ საფეხურებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ: „ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრული ეკოლოგიური ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნა გაიცეს, ლიცენზიის სახით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ. მათ შორის, გარემოს ზემოქმედების ნებართვის გათვალისწინებით. კარგი იქნება, თუ წინასწარი კვლევა მოხდება ამა თუ იმ მდინარის ენერგეტიკულ სიმძლავრეებთან დაკავშირებით, რასაც არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს გამოცხადებული ტენდერების შედეგების გათვალისწინებით, ინვესტორისთვის ეკოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა“.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცის იმის შესახებ, ჰყავს თუ არა ამ პროექტს დამფინანსებელი.

„ჩვენ გვჭირდება ენერგიის ახალი წყაროები, მაგრამ არა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფასურად“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება დადებით თუ უარყოფით მხარეებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მშენებლობას: „რამდენიმე თვის წინ შევიტყვე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მტკვარზე კასკადების მშენებლობის დაწყების სურვილი ჰქონდა. ეს არ იქნება დიდი და გიგანტური ჰესები. ამ პროექტის განხორციელება დაგუბებისა და დატბორვის გარეშე იქნება შესაძლებელი. იმისთვის, რომ ეკოლოგიური ფონი არ დაირღვეს ამ ტერიტორიებზე, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. გვაქვს თევზჭერის პრობლემაც, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების პრობლემა. ეს ყველაფერი ჰიდროლოგებმა უნდა განიხილონ“.

ცაგარეიშვილის თქმით, პროექტი მრავალი შენიშვნით გადაეგზავნება ენერგეტიკის სამინისტროს. 
„ჩვენ წავუმძღვარებთ დასკვნას, როგორც კი პროექტი ჩვენამდე მოვა. ეკოლოგიურ დასკვნას გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ ჩვენი შენიშვნებით გადავუგზავნით როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე კომპანიას“.

ენერგეტიკის სამინისტროში „ლიბერალს“ დაუდასტურეს, რომ კომპანია „მტკვარი ენერგიას“ გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიხედვით, 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და კომპანია „მტკვარი ენერგიას” გენერალურმა დირექტორმა, ანზორ კვარაცხელიამ 16 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს 2013 წლის 23 ოქტომბერს მოაწერეს ხელი.

კომპანია „მტკვარი ენერგია“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდეგ პოტენციურ პროექტებზე ჩაატარებს:
• „ხაშური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი.
• „ქვიშხეთი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 25,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი.
• „ოსიაური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,9 მლნ კვტ.საათი.
• „გომი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 105,2 მლნ კვტ.საათი. 
• „ახალსოფელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 96,1 მლნ კვტ.საათი.
• „ქარელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 74,7 მლნ კვტ.საათი.
• „ურბნისი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 19 მგვტ; წლიური გამომუშავება - 83,1 მლნ კვტ.საათი. 
• „სკრა ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 75,8 მლნ კვტ.საათი.
• „უფლისციხე ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,1 მგვტ; წლიური გამომუშავება - 97,3 მლნ კვტ.საათი.
• „გრაკალი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,7 მგვტ; წლიური გამომუშავება - 111,7 მლნ კვტ.საათი.
• „კასპი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 108,6 მლნ კვტ.საათი.
• „ქსანი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 37,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 200,9 მლნ კვტ.საათი.
• „ფონიჭალა 3 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 138,6 მლნ კვტ.საათი.
• „ფონიჭალა 4 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 139,3 მლნ კვტ.საათი.
• „ნაგები ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 16,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 128,3 მლნ კვტ.საათი.
• „რუსთავი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 141,7 მლნ კვტ.საათი.

მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ დღეს გამართულ პრესკნფერენციაზე შპს „მტკვარი-ენერგიის“ გენერალურმა დირექტორმა, ბაკურ გულუამ ისაუბრა.

ბაკურ გულუას ინფორმაციით, პროექტი ენერგეტიკული კომპანიის „POWERCHINA-HYPEC" ხელმძღვანელობით ხორციელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^