
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ახალ ვიდეოში კანადის ყოფილი მოქალაქე, რომელიც ISIS-ს შეუერთდა, ამბობს, რომ კანადა თავდასხმების ობიექტად იქცევა, თუ აშშ-ის კოალიციას არ გამოეთიშება.
ჯონ მეგუაიერი, რომელიც ვიდეოში აბუ ანვარ ალ-კანადის სახელით ჩნდება, ამბობს, რომ კანადაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა აშშ-ის კოალიციაში შესვლის პირდაპირი პასუხია.
„კანადელებს არ გაქვთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, როცა თქვენი ქვეყანა ჩვენს ხალხს ასეთ საშინელებებს უკეთებს. ჩვენი ხალხის მიმართ თქვენი აგრესიის საზღაურად, მუსლიმთა ოპერაციები თქვენთვის ყველაზე მტკივნეული იქნება“ - ამბობს მეგუაიერი.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა კანადაში მომხდარი ორი ტერორისტული აქტი ახსენა, რომელთაგან ერთი ოქტომბერში მოხდა. ტერორისტი, სავადაუდოდ, 25 წლის მარტინ აჰმად როლაუა, რომელმაც მონრეალში მანქანით ორი კანადელი ჯარისკაცი გაიტანა.
მეორე თავდასხმა ოტავაში 22 ოქტომბერს მოხდა, როცა შეიარაღებული ტერორისტი თავს ჯარისკაცს დაესხა.