Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ნახატების გამოფენა არაადაპტირებულ გარემოში

10 დეკემბერი, 2014 22:29

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, პროექტ „გამიცანის“ ფარგლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფისში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა.

სივრცე, სადაც გამოფენა გაიმართა, შშმ ადამიანების საჭიროებებისადმი ადაპტირებული არ იყო. ღონისძიება ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში მოეწყო, სადაც ამჟამად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია განთავსებული. 

არაადაპტირებული გარემოს გამო ღონისძიების ორგანიზატორმა, კავშირმა „ჩვენი ბავშვები“ Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიწვევაში ბოდიში მოიხადა: „ადგილი, სადაც იმართება ღონისძიება, არ არის ადაპტირებული, რადგანაც ისტორიული შენობაა. სხვა თავისუფალი და მისაწვდომი სივრცის მოძიება ვერ მოხერხდა, რის გამოც გიხდით ბოდიშს“.

რაც შეეხება ღონისძიებას, შშმ ბავშვის მშობელმა, ლელა ჯანაშიამ „ლიბერალს“ უთხრა, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებზე მხოლოდ „განსაკუთრებულ დღეებში“, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს ფიქრობს:

„ჩემი შვილი 16 წლისაა, მამა არ ჰყავს, მარჩენალდაკარგულია. პენსია მხოლოდ 100 ლარი გვაქვს; მარჩენალდაკარგულის პენსიას არ აძლევენ, რადგან სახელმწიფო ერთ ადამიანზე ორ პაკეტს არ გასცემს. არანაირ შეღავათს არ მაძლევენ, როგორც მზრუნველს. ჩემს შვილს საბუთში უწერია, რომ მეორე პირის, ამ შემთხვევაში ჩემი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. ვერ ვმუშაობ. მე და ნიკას დღეში 3 ლარი და 30 თეთრი გვაქვს. მინდა, რომ თოვლის ბაბუა ჩემს შვილთანაც მოვიდეს. არ ვიცი, წელს მოვახერხებ თუ არა რამის ყიდვას შვილისთვის, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარს ყოველთვის დაელოდება. წელს ამას ვერ მოვახერხებ და მე მაქვს არასრულფასოვნების განცდა. როცა დედა ამას განიცდის, ის ვერ იქნება კეთილგანწყობილი“, - უთხრა „ლიბერალს“ ლელა ჯანაშიამ.

როგორც „ლიბერალს“ კავშირ „ჩვენი ბავშვების“ ხელმძღვანელმა, ლია ტაბატაძემ უთხრა, პროექტის მთავარი მიზანი შშმ ადამიანების მიმართ ხილვადობის გაზრდაა.

„ეს პროექტი მათთვისაა, ვისაც ამ ბავშვებზე ზრუნვა და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ავალია, რადგან თუ ადამიანს არ იცნობ, ვერ დაგეგმავ პოლიტიკას, რომელიც მათ უნდა შეეხოს. ჩვენი ბავშვები სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და მათი დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. იმისთვის რომ ჩვენი შვილები დაიცვან, პირველ რიგში მათი საჭროებები უნდა იცოდნენ“ - უთხრა „ლიბერალს“ ლია ტაბატაძემ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^