Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკოლოზ ანთიძე: საყდრისი თავისთავად დაინგრეოდა

13 დეკემბერი, 2014 23:38

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე „ლიბერალთან“ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის უძველესი ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის საფუძვლებზე საუბრობს.

როგორც ანთიძე ამბობს, მოწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნით, ობიექტზე ახალი აღმოჩენები მოსალოდნელი აღარ იქნებოდა. მისივე თქმით, გეოლოგების დასკვნის მიხედვით, ობიექტი იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო, რომ იქ ადამიანების შესვლა და რაიმე საქმიანობის თუ კვლევების ჩატარება არ შეიძლებოდა.

„ჩვენ დაახლოებით ბოლო სამი-ოთხი თვეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და RMG-სთან ერთად ვმსჯელობდით ამ ობიექტის შემდგომ განვითარებაზე, ვცდილობდით დამატებითი არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას, რომ თუ რამე არქეოლოგიურად იყო შესასწავლი, შესწავლილიყო. უცხოელი ექსპერტებიც გვყავდა მოწვეული. მათ დასკვნაში დაწერეს, რომ ობიექტზე სავარაუდოდ ახალ აღმოჩენებს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მაინც გვინდოდა, რომ არქეოლოგიური კვლევები ბოლომდე მიგვეყვანა. შემდეგ დადგა საკითხი, რამდენად მდგრადია თვითონ ობიექტი და რამდენად უსაფრთხო იქნება ის არქეოლოგიური კვლევების ჩატარებისთვის, რაზეც დამოუკიდებელი გეოლოგები მოვიწვიეთ, რომლებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ობიექტი იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო, რომ იქ კატეგორიულად არ შეიძლებოდა ადამიანების შესვლა და რაიმე საქმიანობის თუ კვლევების ჩატარება“, - ამბობს ანთიძე.

როგორც ის აცხადებს, ამ დასკვნების შემდეგ სამივე მხარე - სააგენტო, ეროვნული მუზეუმი და კომპანია შეთანხმდა, რომ კარგი იქნებოდა ახალი მუზეუმის მშენებლობა, რათა ობიექტზე აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში წარმოდგენილიყო. მისი თქმით, ეროვნულმა მუზეუმმა ეს პოზიცია გაიზიარა.

ანთიძის განცხადებით, შემდეგ ეს დასკვნები კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციას წარუდგინეს, რომელიც ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნის საკითხს იხილავს.

 „მთელი ეს საკითხები საბჭოზე იქნა გატანილი და მათ, ხმათა უმრავლესობით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მოხსნოდა და კომპანიას სამუშაოების განახლების უფლება მისცემოდა. რა თქმა უნდა, მუზეუმის აშენებისა და იქ ყველა მასალის განთავსების პირობა რჩება“, - ამბობს ანთიძე.

საბჭოს ამ დასკვნის შემდეგ კი ანთიძემ, სააგენტოს გენერალური დირექტორის სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის ბრძანება გამოსცა.

„მე, როგორც საგენტოს ხელმძღვანელმა, ეს გადაწყვეტილება მივიღე საბჭოზე დაყრდნობით. ჩემი ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ კი, კომპანიამ არქეოლოგიური ობიექტის დაშლაზე თანხმობა მიიღო“, - ამბობს ანთიძე.

„ეს ობიექტი თავისთავად დაინგრეოდა, სასწორზე იდგა, დანგრეულიყო თუ ჯობდა, მუზეუმი აგვეშენებინა და ამით კულტურული მემკვიდრეობის საკითხები განვითარებულიყო. ყველასთვის კარგი იქნებოდა, კარგ მდგომარეობაში ყოფილიყო ობიექტი, მაგრამ ყველა მხარე ადასტურებს, რომ მისი ფიზიკურად შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს ანთიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^