
არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC)-ის ინფორმაციით, 2014 წელს მსოფლიოს 32 ქვეყანაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 128 ჟურნალისტი დაიღუპა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 128 ჟურნალისტიდან 16 ღაზაში დაიღუპა, 13 - სირიაში, 12 - პაკისტანში, 10 - ერაყში, ხოლო 9 - უკრაინაში.
სამ-სამი ჟურნალისტი დაიღუპა კამბოჯაში, გვინეაში, პარაგუაისა და ფილიპინებში.
რეგიონული დაყოფით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში მოკლეს (46%), მას მოსდევს აზია (31%), ლათნური ამერიკა (27%), სუბსაჰარული აფრიკა (14), ხოლო ყველაზე ნაკლები - ევროპაში (10%).