Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართველ ქალთა სახელები დაერქმევა

16 დეკემბერი, 2014 18:09

თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კავკასიის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, თბილისის ქუჩებს სახელდებისას გამოჩენილი ქართველი ქალების სახელები მიენიჭება.

იდეის ინიციატორები არიან დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ჰაინრიხ ბიოლის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა.

ლია ჯახველაძის თქმით, პროექტი სამი თვის ინტერვალით ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ქუჩებში პატარა აბრები განთავსდება ქალთა ისტორიებით.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ დედაქალაქის საკრებულო გენდერული თანასწორობის თბილისის ისტორიაში ასახვის მომხრეა. მისი თქმით, ქალებს, რომელთა სახელებიც ქუჩებს უნდა დაერქვას, საქართველოს ისტორიაში მათი ღვაწლისა და დამსახურების მიხედვით შეარჩევენ.

„ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ქუჩას მიენიჭება ქალთა სახელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქალები აუცილებლად აისახონ ქუჩების სახელდებაში. მოსაფიქრებელია, გადაერქმევა თუ არა სახელი რომელიმე ქუჩას, რადგან ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მრავალ პრობლემასთან არის დაკავშრებული. მოსახლეობისთვის ეს მგრძნობიარე საკითხია, რადგან შეიძლება, ეს იყოს ქუჩა, სადაც მათ ბავშვობა გაატარეს, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირადობის მოწმებებში ისინი ქუჩის ძველ სახელწოდებაზე არიან გაფორმებულები. არის ქუჩებიც, რომელთაც კომუნისტური სახელები ჰქვია და მათთვის სახელის შეცვლა პრობლემას არ შექმნის“, - ამბობს გიორგი ალიბეგაშვილი.

ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო ლეჟავამ „ლიბერალს“ უთხრა, რომ იმ ქალთა შორის, რომელთა სახელებიც ქუჩებს დაერქმევა, ცნობილი და მივიწყებული ქალები არიან, რომელთაც საზოგადოება დეკორატიულ კონტექსტში ან ისეთ კონტექსტში იცნობს, რომელიც მხოლოდ მათ ქალურ ნიშას უსვამს ხაზს.

„გვსურს, რომ ინიციატივას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა და მომავალ წელს უნდა განხორციელდეს, 8 მარტს ჩაეყაროს საფუძველი. 8 მარტი ქალების უფლებებისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეა და გვსურს, მათ საქმიანობას პატივი მივაგოთ. მკაფიო ნიშით უნდა შეირჩეს ქუჩები. ქალთა შერჩევა, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ბიოლის ფონდი დაამზადებს აბრებს, რომელზეც ქალთა მოკლე ბიოგრაფია იქნება ასახული. იმედი გვაქვს, რომ შევქმნით პრეცედენტს ქართულ ურბანულ და მუნიციპალურ კულტურაში და ეს ფეხს სხვა ქალაქებშიც მოიკიდებს“, - ამბობს ნინო ლეჟავა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^