Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისის მცველებს ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გამოსულმა პირმა შუა თითი აჩვენა

16 დეკემბერი, 2014 21:31

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საყდრისზე მასშტაბური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სააგენტოდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა პირი, აქციის მონაწილეების მისამართით შეიგინა და შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა.

ფაქტმა აქციის მონაწილეების აგრესია გამოიწვია. ისინი იმ ავტომანქანას შემოეხვივნენ, სადაც პირი იმყოფებოდა, ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ და ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციისგან პირის დაკავებას ითხოვენ, მათი შეურაცხყოფისთვის.

რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო პოლიციამ სააგენტოდან გამოსული პირი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოწმის სტატუსით დასაკითხად გადაიყვანა. ისინი განცხადებების დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^