რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოთხოვნილი ფინანსურ-ქონებრივი საკითხები განიხილა.
როგორც რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით 15 საკითხი განიხილეს, მათგან 7 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 5 საქმეზე ხარვეზი გამოვლინდა, 2-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი საკითხი თავად ეკლესიამ გაიტანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები, ძირითადად, ამა თუ იმ ეკლესიისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის საკითხებს შეეხებოდა.
„7 ეკლესიისთვის მივიღებთ დახმარებას, მათ შორისაა ვარკეთილში მდებარე წმ. გიორგის ტაძრისა და აფრიკის დასახლებაში მთავარანგელოზთა ეკლესიის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა“, - ამბობს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი.
მისი თქმით, ფინანსური დახმარება 5,10 და 12 ათასი ლარით გამოყოფას ითვალისწინებს.
არ დაკმაყოფილდა მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნა ქუთაისში არსებული სკოლის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან დოკუმენტაცია ჯერ შესწავლილი არის არის. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, საუბარია ამორტიზებულ და უფუნქციო სკოლაზე.