Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. მესაზღვრეებმა კონფლიქტის ზონაში ერთი ახალგაზრდა დააკავეს

20 დეკემბერი, 2014 18:15

გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს.

ე.წ. მესაზღვრეებმა, სოფელ წითელუბნის განაპირას, 19 წლის ვასილ ხიდაშელი დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. თანასოფლელების განცხადებით, ხიდაშელი სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. 

დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ოჯახის წევრებმა მისი გატაცების ამბავი მეორე მენახირისგან შეიტყვეს, რომელმაც გაქცევა მოახერხა. გატაცებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიმდინარე წლის ზაფხულში ამავე ტერიტორიაზე ვასილ ხიდაშელის მამაც იყო დაკავებული და იგი ცხინვალის მილიციის იზოლატორში რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, 2000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაანთავისუფლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი ამჯერად თანხის გადახდას ვერ შეძლებენ და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^