„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სტატუსთან გათანაბრების ინიციატივით გამოდის.
„მათი ოჯახის წევრები და თვითონ ისინიც იმავე სოციალური გარანტიებით იქნებიან დაცულები და სახელმწიფოც მათ ნორმალურ ცხოვრებისეულ პირობებს უზრუნველყოფს. ამაშიც გამოჩნდება დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება - რამდენად გულწრფელები არიან იმ შეფასებაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის განცხადებას მოჰყვა", - ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ბიუროს წინაშე წარდგენილი ინიციატივა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.