
შეიარაღებული პირები პარიზში სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს დაესხნენ თავს, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაჭრილია 7.
თავდამსხმელები, თვითმხილველების ინფორმაციით, ისლამისტები იყვნენ და ოფისთან ცეცხლი გახსნეს შეძახილებით, „ჩვენ შურს ვიძიებთ წინასწარმეტყველი მუჰამედის გამო“. ისინი პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ავტომობილით მიიმალნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკის ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ყოველკვირეულ სატირულ გამოცემაზე ეს პირველი თავდასხმა არ არის. 2011 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა გაავრცელა, ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.
თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე Charlie Hebdo-მ ისლამური სახელმწიფოს სამხედრო დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გაავრცელა.
წყარო: BBC