
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის თქმით, მისი ქვეყანა არა მუსლიმებს, არამედ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს ებრძვის.
როგორც მან საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე განაცხადა, ისლამისტმა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც პარიზში 17 ადამიანი მოკლეს, „საფრანგეთის სულის მოკვლა სცადეს", თუმცა დამარცხდნენ.
7 იანვარს „შარლი ებდოს" ოფისს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 12 ადამიანი, მათ შორის რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი დაიღუპა.