Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთში მმართველი პარტია მოქალაქეებს დაპირისპირებაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს

16 იანვარი, 2015 21:09

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ სომეხ ხალხს დაპირისპირებაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქ გიუმრიში ათასობით ადამიანი და პოლიციის სპეცრაზმი ერთმანეთს საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაუპირისპირდა. მოქალაქეები რუსი ჯარისკაცის მიერ ადგილობრივი ოჯახის ამოხოცვას აპროტესტებდნენ.

პარტიის სპიკერის, ედუარდ შარმაზანოვის თქმით, მოსახლეობამ „შეუფერებელი პოლიტიკური შეფასებებისგან“ თავი უნდა შეიკავოს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.

„ტრაგედია მოხდა და ამის გამოყენება ქვეყანაში მტრების საძებნელად არ შეიძლება. მღელვარება მოვლენების განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დამნაშავე მკაცრად და კანონიერად დაისაჯოს“, - თქვა ედუარდ შარმაზანოვმა.

პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა, გევორქ კონსტანტიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამნაშავის სასამართლო პროცესი სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართება. დაკავებულმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა. მას ბრალი ოჯახის ექვსი წევრის, მათ შორის ბავშვის, მკვლელობაში ედებოდა.

ქალაქ გიუმრიში სამშაბათს, პროტესტის მეორე დღეს, პოლიციის სპეცრაზმსა და აქციის ასობით მონაწილეს შორის რუსეთის საკონსულოსთან შეტაკება მოხდა. მოქალაქეები რუსულ სამხედრო ბაზაში მყოფი ეჭვმიტანილის სომხეთის სამართალდამცავებისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. 

უსაფრთხოების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს და მოქალაქეების შესაჩერებლად ხელკეტები გამოიყენეს.

საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის რიგებს ქვები დაუშინეს.   შეტაკების შედეგად „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

ადგილობრივი ექიმების თქმით, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით 8 დემონსტრანტი და სამი პოლიციელი მიიყვანეს. 

დემონსტრანტთა უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. ისინი ქალაქის ცენტრისკენ მას შემდეგ გაეშურნენ, რაც დეპუტატმა მარტუნ გრიგორიანმა განუცხადა, რომ უკვე ჩიხში იყვნენ და დრო იყო, დაწყნარებულიყვნენ.

2000-მდე განაწყენებული მოქალაქე პროკურატურის ოფისთან ჯარისკაცის სომხური სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის მოთხოვნით შეიკრიბა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^