Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავდამსხმელებისგან ხალხის დამალვისთვის სუპერმარკეტის თანამშრომელს მოქალაქეობა მიანიჭეს

21 იანვარი, 2015 15:21

სუპერმარკეტის თანამშრომელს, რომელმაც საფრანგეთში შეიარაღებული ისლამისტების თავდასხმის დროს იქ მყოფი მოქალაქეები დამალა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს.

24 წლის მუსლიმი ლასანა ბათილი, რომელიც წარმოშობით მალიდანაა, სუპერმარკეტის საწყობში იმყოფებოდა, როდესაც თავდამსხმელები მაღაზიაში შეიჭრნენ და 4 ადამიანი მოკლეს. ბათილიმ მოქალაქეები საწყობში შეიყვანა და იქ მალავდა.

„ხალხი გმირს მეძახის, თუმცა მე გმირი არ ვარ. მე ლასანა ვარ. მე იგივე ვარ. ახლაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან საკუთარი გულისკარნახით ვმოქმედებდი“, - თქვა ბათილიმ ცერემონიაზე, რომელსაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ესწრებოდნენ.

ლასანა ბათლი საფრანგეთში ბოლო 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მოქალაქეობაზე მოთხოვნა კი გასულ წელს შეიტანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^