Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტერეოტიპები და საკანონმდებლო ხარვეზები - ქალთა შრომითი დისკრიმინაცია საქართველოში

27 იანვარი, 2015 17:09

„ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“, - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ქალთა შრომითი დისკრიმინაციის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, შრომით ურთიერთობების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების შემთხვევაში, დისკრიმინაციის გამომწვევ ფაქტორად კვლავ რჩება გარემოს მისაწვდომობის საკითხი.

მათივე თქმით, ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტორს კანონმდებლობაში სქესის ლეგალური დეფინიციის არარსებობა წარმოადგენს, ლბტ ჯგუფის წარმომადგენელი ქალების შემთხვევაში კი, დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება ქმნის.

რაც შეეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, ანგარიშის მიხედვით, დარღვეულია მათი განათლების მიღების უფლება, რაც შემდგომში აისახება მათი დასაქმების ხარისხში.

ორგანიზაციების თქმით, დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციას მარტოხელა დედებიც განიცდიან, რაც კანონმდებლობაში „მარტოხელა დედის“ (მშობლის) განმარტების არარსებობა იწვევს. „ამასთან, დამსაქმებლები ერიდებიან მათ აყვანას სამუშაოზე, ზედმეტი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით“.

„ქალები დისკრიმინაციას განიცდიან წინასახელშეკრულებო უერთიერთობებისას შეკითხვის დასმის ეტაპზე. ეროვნული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული დასაშვები  და დაუშვებელი შეკითხვები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სექსუალური შევიწროების დეფინიცია, რაც ამგვარი შემთხვევების დროს შესაბამისი ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობას აფერხებს.

„ქალის სამსახურში დაწინაურების პროცესში კვლავ ძლიერია საზოგადებაში არსებული სტერეოტიპების გავლენა მამაკაცთა სასარგებლოდ“, - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციების რეკომენდაციებით, მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის სამომავლო სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყოს ღონისძიებები დასაქმების ადგილზე ქალთა სექსუალური შევიწროებისა და უთანასწორო  ანაზღაურების აღმოფხვრის შესახებ. მათივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში  მოხდეს ცნების „სექსუალური შევიწროების“ განმარტება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^