ვარკეთილში ახალშობილის გვამი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
როგორც „ლიბერალს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალშობილი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა და ამ ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.