Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკანონმდებლო წინადადება - სტაჟიორთან ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვით უნდა დაიდოს

29 იანვარი, 2015 13:47

„სტაჟიორთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, წერილობითი ფორმით დაიდოს სტაჟირების ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება“, - ამგვარი სახის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს პარლამენტს „ახალგაზრდა ადვოკატები“, რომლის მიხედვითაც ცვლილებები „საქართველოს შრომის კოდექსი“ შედის და მას სპეციალური მუხლი (მე-91) „სტაჟირება“ ემატება.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია, რომ სტაჟირების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით და ამის საფუძველი იგივე იქნება, რასაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას შრომის კოდექსი (მუხლი 37-ე) ითვალისწინებს.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ სტაჟირება შრომით შტაჟში ითვლება.

საკანონმდებლო წინადადების ავტორების თქმით,  ეროვნულ კანონმდებლობაში სტაჟირების განმარტებას არ არსებობს, თუმცა მიიჩნევა, რომ სტაჟირება არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პროცესში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს.

„დამსაქმებელი, ხშირ შემთხვევაში, სტაჟირებას განასხვავებს ჩვეულებრივი სამუშაოსგან და არსებობს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც სტაჟიორი დგება ექსპლუატაციის წინაშე. ასეთ ვითარებაში, რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაწესდეს კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟირების ხელშეკრულება“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ავტორების თქმით, კანონპროექტის მიზანია, სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა.

„სამწუხაროდ, დამსაქმებლები არ იცავენ სტაჟიორების უფლებებს და ბოროტად იყენებენ თავიანთ პოზიციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სტაჟირება გრძელდება განუსაზღვრელი ვადით და ანაზღაურების გარეშე. კანონმდებლობით არც ის არის დარეგულირებული, სტაჟირების პერიოდი შრომით შტაჟში ითვლებოდეს“, - აცხადებენ ავტორები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სტაჟირების დეფინიციას ამგვარად ახდენს: სტაჟირება არის განსაკუთრებული შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის ხდება სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე.

საკანონმდებლო წინადადებას დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^