Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სდლ ფირცხალავას დაკავებაზე: ამ პოლიციელების რეპრესიები ადრევე იყო დაანონსებული

02 თებერვალი, 2015 18:40

„სახელმწიფომ პოლიციელთა დაპატიმრებით მიიღო პოლიტიკური პატიმრები, რომელთა რეპრესიებიც პოლიტიკოსთა მხრიდან ადრევე იყო დაანონსებული“, - სამართალდამცავთა დაცვის ლიგა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „დღეს პოლიციის ღირსეული ოფიცრები დააკავეს“.

საუბარია დღეს გავრცელებულ ცნობაზე ირაკლი ფირცხალავასა და რამდენიმე სხვა ოფიცრის დაკავების შესახებ, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „კორტების საქმესთან“ არიან კავშირში.

„სახელმწიფოს პოლიციელთა რეპრესიებით იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული მკვლელობით გამოწვეული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების ჩაცხრობა და გადაფარვა სურს. პოლიციელთა დაპატიმრებებით სახელმწიფო საკუთარი უსუსურობის დაფარვას ცდილობს. სახელმწიფოსა და პროკურატურის უმაღლესმა მოხელეებმა „კორტების“ სპეცოპერაცია მკვლელობად გამოაცხადეს, როცა გამოძიებაში პროკურატურა, მკვლელობის ვერსიას არც კი განიხილავს.

პროკურატურას პოლიტიკოსებმა წინმსწრებად გამოუცხადეს სამუშაო ვერსია, დაუდგინეს პოლიციელთა დაპატიმრების ვადები, რომლებიც დამნაშავეთა სამყაროშიც და პროკურატურისთვისაც სიმბოლურია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პროკურატურას დასაპატიმრებელ პოლიციელთა სახელები და გვარებიც დაუსახელეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა დეპუტატმა, სოციალურ ქსელში სინანულიც კი გამოხატა, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო. 

ზეწოლით, დაშინებითა და მუქარით, ხელოვნურად შეკოწიწებული „მტკიცებულებებით“, პროკურატურა ცდილობს, „გახსნას“ „კორტების“ სპეცოპერაციის საქმე და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. სასამართლო პროცესზე ფარდა აეხდება იმ ფარსს, რომელიც პროკურატურამ დადგა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^