Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევრაზიის ფონდი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

03 თებერვალი, 2015 15:03

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული განცხადებების პასუხად განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „ლიბერალი" სრულად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გახშირდა ისეთი განცხადებები და ქმედებები, რაც ახდენს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. ამ არასახარბიელო ტენდენციის საპასუხოდ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს სურს, კიდევ ერთხელ მიაპყროს საზოგადოების ყურადღება მისი და მისი პარტნიორების მუშაობის პროცესსა და შედეგებზე.

ევრაზიის თანაშრომლობის ფონდი 2008 წელს დაფუძნდა, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მანდატი მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას: სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდობის ინტეგრაცია, ფილანტროპიის განვითარების ხელშეწყობა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების გაუმჯობესება ფაქტებზე დაფუძნებული კვლევების ხელშეწყობის გზით. მანდატის ფარგლებში ფონდი ახორციელებს ხუთ პროგრამას: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, ფილანტროპია და სოციალური საწარმოს განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

ღრმად გვწამს, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სამოქალაქო ჩართულობის განუხრელი ზრდა და ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევით.

ფონდი არა მხოლოდ უშუალოდ ახორციელებს პროგრამებს, არამედ სხვა სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივებსაც უჭერს მხარს. დაფუძნებიდან დღემდე ფონდის ძალისხმევის შედეგად დაფინანსდა 200-ამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფის 350-მდე პროექტი. მათგან 60% საქართველოს რეგიონებში განხორციელდა და უმეტესობა მიმართული იყო ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისაკენ. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მრავალი დონორის მხარდაჭერით, რომელთა შორისაა შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ა.შ.შ.-ის, ბრიტანეთის, კანადის მთავრობები და ევროკავშირი.

ფონდს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის პრინციპი სავალდებულოა როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორისათვის. სწორედ ამიტომ, ფონდის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე. ასევე გამჭვირვალეა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის მექანიზმი. საპროექტო განაცხადებს ფონდის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს ფონდის მრჩეველთა კომიტეტი ან ექსპერტთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანაშრომლები, ადგილობრივი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროცედურების მიხედვით, ფონდი არ აფინანსებს: პოლიტიკურ პარტიებს; პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას, გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ".

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^