გურჯაანის რაიონული სასამართლოდან ბრალდებულის გაპარვის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „ლიბერალს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ამჯამად ბრალდებულის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მათ საქმეს, ვისაც ბრალდებულის გაქცევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, პროკურატურა გამოიძიებს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.