
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულთა პროცესის დაწყება დაპირისპირების გამო შეფერხდა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, ირაკლი კაკაბაძემ, მელორ ვაჩნაძემ და სასამართლო პროცესზე დასწრების სხვა მსურველებმა სხდომის გამართვა დიდ დარბაზში მოითხოვეს.
ირაკლი კაკაბაძის მტკიცებით, „დარბაზი „ზონდერებმა“ ორგანიზებულად შეავსეს, რათა მათ შესვლა ვერ მოეხერხებინათ“.
მათ სასამართლოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ პირველ დარბაზში ნაფიც მსაჯულთა პროცესი მიმდინარეობს, ასევე პროცესი ტარდება მეორე დარბაზში.
პროცესზე დასწრების მსურველები სხდომის ჩაშლით და უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მოწყობით იმუქრებოდნენ.
სასამართლო დარბაზში შესვლას ვერ ახერხებს იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა და შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ კი სასამართლოს შენობა შეძახილების შემდეგ დატოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ამჟამად სასამართლო პროცესი დაიწყო.