Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კორტების საქმეზე“ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

04 თებერვალი, 2015 18:31

„კორტების საქმეზე“ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე გიორგი გოგნიაშვილი უძღვებოდა. ადვოკატებმა დაკავებული 11 პირისთვის გირაო მოითხოვეს, სხვადასხვა ოდენობის თანხით. ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის 10 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ყოფილი გამომძიებლის, მერაბ ბეროძის ადვოკატმა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. 

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ 10 პირია დაკავებული. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^