Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფირცხალავას ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებას, ალბათ, არ გავასაჩივრებთ

04 თებერვალი, 2015 20:44

„აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ, ალბათ, არ გავასაჩივრებთ“, - „კორტების საქმეზე“ დაცვის მხარის ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ მათთვის უცნობია, რატომ მიიჩნია მოსამართლემ პატიმრობის შეფარდება აუცილებლად, რადგან მათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ ჩაბარებიათ.

„სასამართლო დარბაზის გარეთ მიმდინარე ხმაურის საპირისპიროდ პროცესმა მშვიდად ჩაიარა. ჩვენ სასამართლოს ჩვენი არგუმენტები მივაწოდეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, არც ერთ ბრალდებულს არ ჰქონია მცდელობაც კი, ხელი შეეშალა გამოძიებისთვის, ან მიმალულიყო. თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა“, - უთხრა „ლიბერალს“ ხაჟალიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე გიორგი გოგნიაშვილი უძღვებოდა. ადვოკატებმა დაკავებული 11 პირისთვის გირაო მოითხოვეს, სხვადასხვა ოდენობის თანხით, თუმცა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გოგნიაშვილმა მიიღო.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^