Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ „პანორამის“ გამო შემოვლითი გზის საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა

04 თებერვალი, 2015 21:54

თბილისის მერია კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოცემული დავალების მიზანია დაახლოებით 4.75 კმ საერთო სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის დეტალური ტექნიკური პროექტისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შედგენა.

დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ საავტომობილო გზა დაიწყება თბილისში, ჟანი კალანდაძის ქუჩის კვეთასთან, ნადიკვარის შესახვევის გავლით, გზის დასასრული კი სოფელ შინდისში არსებულ ასფალტბეტონის საფარიან საავტომობილო გზასთან მიერთებაა.

შემსრულებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგის მინიმუმამდე დაყვანა.

შემსრულებელმა, ასევე უნდა გაითვალისწინოს აღნიშნულ მონაკვეთზე მწვანე ნარგავის სახეობისა და დიამეტრის მიხედვით აღდგენითი ღირებულება და/ან მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.

„აღნიშნული გზა წარმოადგენს თბლისისა და მის სამხრეთით მდებარე უბნების, ოქროყანის, შინდისისა და ტაბახმელის მიმართულებაზე მდებარე სოფლებისა და სააგარაკე ტიპის დასახლებების ერთ-ერთ საგზაო კავშირს. საპროექტო გზის მდებარეობა მოცემულია დანართში. გზა გადის მთაგორიან რელიეფზე, ტყის მასივში (კმ 0+900-დან კმ 3+800-მდე). საპროექტო გზის პირველი 500 მეტრი გადის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქის ტიპის ტერიტორიაზე, ხოლო ბოლო 700 მეტრი - სააგარაკე ტიპის ტერიტორიაზე. ვაკისის სიგანე 4-6 მეტრის ფარგლებში მერყეობს (ზოგ ადგილებში 3 მეტრამდე მცირდება). გზას გასწვრივ მიუყვება გაზსადენი მაგისტრალი, რომელიც, ფაქტობრივად, გზის წარბზეა მოწყობილი (კმ 0+600-დან 4+300-მდე) მაგისტრალი, ძირითადად, მარჯვენა მხარეს მდებარეობს, რამდენიმე ადგილზე გადადის მარცხენა მხარეს (საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არსებული გაზსადენი მაგისტრალის განლაგების ცვლილების გარეშე ან მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი გაზსადენი მაგისტრალის გადაადგილება. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გაზსადენი მაგისტრალის დაზიანებისგან დამცავი ჯებირების მოწყობა)“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 19 თებერვალს დაიწყება. მერია შესყიდვების სავარაუდო ღირებულებად 146 320 ლარს ასახელებს.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „თბილისი-პანორამის“ აშენებამდე მერია ალტერნატიულ გზას გაიყვანს, რომელიც ორთაჭალასა და შინდისს დააკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული გააბათილებს იმ საკითხს, თითქოს „პანორამა-თბილისის" აშენების შემთხვევაში ქალაქის ამ ნაწილში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო გაიჭედება.

„ჩვენ ამაზე პასუხი გვაქვს, ალტერნატიული გზა აშენდება, სადაც მოძრაობა დამატებით გადაერთვება, ეს იქნება ორთაჭალიდან შინდისამდე მიმავალი გზა, ოთხნახევარკილომეტრიანი გზა, რომლის აშენებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^