შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, გურჯაანიდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს. გიორგობიანი აღნიშნავს, რომ შსს განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.
21 წლის დიმიტრი ხაჩიაშვილი გურჯაანის რაიონული სასამართლოდან 3 თებერვალს გაიქცა. მან დროებითი მოთავსების საკნიდან გაპარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ხაჩიაშვილი სხეულის დაზიანებისთვის იყო დაკავებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ხაჩიაშვილი საგარეჯოში პოლიციის რეიდის დროს ნახეს, თუმცა მან მეორედაც შეძლო გაქცევა.