Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: სტატიებში მოყვანილია დეზინფორმაცია, გადამოწმებისა თუ გამოძიების გარეშე

05 თებერვალი, 2015 20:36

NDI  გოგა ხაინდრავაზე დაყრდნობით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. „ლიბერალი" NDI-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ NDI-ის საქართველოს ოფისის პროგრამების დაფინანსებას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს, მოიცავს კონტექსტიდან ამოვარდნილ ფაქტებსა და ცრუ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში NDI-ის მუშაობისა და Sida-ს მხარდაჭერის რეალურ სურათს არ ასახავს. საქართველოში გავრცელებული სტატიები და განცხადებები შვედეთში გამოქვეყნებულ სტატიებს ეფუძნება, რომელიც წარმოადგენს არა ჟურნალისტიკას, არამედ, ერთი შეხედვით, ავტორების - იონე უოლსტრომისა (Johannes Wahlstrom) და ლიზა როსტლანდის (Lisa Rostlund) - პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს. სტატიის გამოქვეყნებამდე არცერთი მათგანი კომენტარისთვის NDI-ს არ დაკავშირებია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ სტატიებში მოყვანილი დეზინფორმაცია, ყოველგვარი ჟურნალისტური გადამოწმებისა თუ გამოძიების გარეშე, ქართულ და რუსულ მედიაში განმეორდა.

NDI-ის დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის - საქართველოში Sida-ს მიერ დაფინანსებული პროგრამები, ყოველთვის მიმდინარეობს დონორებთან დადებული შეთანხმების და იმ ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც ეს პროგრამები ხორციელდება. ინსტიტუტს გააჩნია მკაცრი ფინანსური რეგულაციები, რაც თანხების მიზნობრივად გამოყენებას უზრუნველყოფს და ორგანიზაცია ასევე ანგარიშვალდებულია დონორების წინაშე.

ამასგარდა, NDI რეგულარულად ატარებს საკუთარი საქმიანობის აუდიტს. NDI-ის კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს სტატიები რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI-Georgia) - და მათი ხელმძღვანელების მიმართ ფართომასშტაბიანი ბრალდებებისა და მუქარების გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე შვედეთში მიღებულ გადაწყვეტილებისა და ამ ორგანიზაციების კეთილსინდიერების ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნური და დამაბნეველია. ერთი შეხედვით, ეს არის ბოლოდროინდელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ცრუ ინფორმაციის გამოყენებით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, მონიტორიგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. NDI მხარს უჭერს მისი პარტნიორების საქმიანობას და აფასებს მათ მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერების საქმეში.

ამჟამად საქართველო დემოკრატიული ტრანზიციის რთულ პერიოდს გადის. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვა პირდაპირ აისახება მოქალაქეების სოციო- ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. თუკი ეს პერიოდი წარუმატებლად დასრულდება, ამას ექნება ფართომასშტაბიანი გავლენა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება დამაბნეველ, უსაბუთო ბრალდებებს, რომელიც მედიაში გავრცელდა:

NDI-ის მიუკერძოებელი მისია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერაა. ორგანიზაცია არ წარმოადგენს არცერთი ხელისუფლების, პარტიის, ბიზნესისა თუ მრეწველობის ინტერესებს. NDI იღებს დაფინანსებას მრავალი სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციისგან, რომლებიც მხარს უჭერენ ინსტიტუტის მისიას.

ავტორები მიანიშნებენ, რომ NDI-მ მხარი დაუჭირა კონკრეტულ, „სახელდახელოდ“ შერჩეულ კანდიდატებს და პარტიებს მათთვის ფინანსური დახმარების, ასევე „თოქ შოუების“ და ტრენინგ-პროგრამების ორგანიზების გზით. NDI-ს არასდროს აღმოუჩენია ფინანსური დახმარება რომელიმე კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიისთვის. NDI თავისი მიდგომით მრავალპარტიულია და მის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად და მონაწილეთა ნომინირებისათვის პოლიტიკურ სპექტზე წარმოდგენილ პარტიებს იწვევს. საქართველოში, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში, NDI-ის პროგრამები ხელს უწყობს უფრო დინამიური და მდგრადი მრავალპარტიული სისტემების შექმნას. NDI არ გამოხატავს რომელიმე ერთი პარტიის, იდეოლოგიის ან პოლიტიკის ინტერესებს.

ავტორები NDI-ის სახელმწიფო ტელევიზიების დაფინანსების გამო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში სდებენ ბრალს. NDI ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და არასდროს დაუფინანსებია ან გადაუხდია თანხა რომელიმე სახელმწიფო მედია საშუალებისთვის. • სტატიები ასევე იმეორებს ძველ, უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებულია. NDI ყოველთვის იყო სრულიად გამჭვირვალე საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და დარწმუნებულია კვლევის შედეგების სანდოობასა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მრავალი პარტიის წარმომადგენელს, მათ შორის სახელისუფლებო პარტიიდან, გაუკეთებია საჯარო განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება NDI-ის კვლევები ამომრჩეველთა დამოკიდებულებების უკეთ გაგებაში და ისინი მუდმივად სთხოვენ NDI-ის დამატებითი კვლევების ჩატარებას. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების არცერთ კრიტიკოსს არ წარმოუდგენია სანდო მტკიცებულებები კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რაც კვლევის ჩამტარებელთა მიკერძოებულობას ან პოლიტიკური ინტერესების ნებისმიერ ჩარევას გამოავლენდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^