საქართველოს მოქალაქის თხოვნის საფუძველზე, Google Map-მა საქართველოს რუკაზე სოხუმის სახელწოდება შეცვალა.
სოხუმი Google Map-ზე „Sukhumi"-თ იყო წარმოდგენილი. გიორგი ბალახაძემ კომპანიას მართლწერის შესწორება სთხოვა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში კომპანიის ადმინისტრაციამ მასში ცვლილება შეიტანა.
აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი, ქალაქის სახელწოდების რუსულად გამოთქმა და მართლწერა იყო.