Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ოჯახში ძალადობის შესახებ სპეციალიზებული დანაყოფის შექმნა არ იგეგმება

12 თებერვალი, 2015 19:14

„პოლიციელებისთვის მიცემული გვაქვს მითითება, რომ გამოძიებამ შემაკავებელი ორდერის გაცემას ხელი არ შეუშალოს“, - ამის შესახებ შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ოქროპირიძის თქმით, 2014 წელს ოჯახში ძალადობის  636  შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც 126-ე პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) არის გათვალისწინებული.

შარშან ოჯახური ძალადობის მიმართულებით 1000-მდე პოლიციელი გადამზადდა. ამ მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფის შექმნა არ იგეგმება.

„ჩვენ უფრო მეტი პოლიციელი გვყავს ამ პროცესში ჩართული, ვიდრე ეს ერთი დანაყოფის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი“, - ამბობს ზვიად ოქროპირიძე.

შსს თებერვალში სტატისტიკური მონაცემების შემუშავების პროგრამის პრეზენტაციას გეგმავს. როგორც ოქროპირიძე ამბობს, ძველი მეთოდი შეიცვლება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე პროკურატურისა და შსს-ს ანგარიშს ისმენენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^