ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ყველა პოლიციელს დაევალება, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური დახმარების სამსახურს აცნობოს, - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შესრულებულ სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე საუბრობს. მისი თქმით, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, სოციალური მუშაკის ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი.
როგორც ოქროპირიძე ამბობს, შსს-მ სოციალური მუშაკის დასკვნას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს და გაითვალისწინოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე პროკურატურისა და შსს-ს ანგარიშს ისმენენ.