Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC სოფელ მოხეში პოლიციის ახალი განყოფილების უფროსის დანიშვნას ეწინააღმდეგება

12 თებერვალი, 2015 21:18

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) შსს-ს მოუწოდებს, სოფელ მოხეში პოლიციის ახალი განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გადასინჯოს, რადგან ორგანიზაციის თქმით, ეს უკანასკნელი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში არაერთხელაა შემჩნეული.

„2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გელა კოხოძე ადიგენის რაიონის პოლიციის უფროსი გახდა. 2014 წლის დასაწყისში ის დააქვეითეს და აბასთუმნის პოლიციის სამმართველოში დეტექტივის პოზიციაზე გადაიყვანეს. როგორც EMC-ისთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, გელა კოხოძე სოფელ მოხის პოლიციის ახალ განყოფილებას უხელმძღვანელებს“ - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სადავო შენობის ადგილას კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რასაც პოლიციასა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე მუსლიმი.

„მოწმეებისგან აღებული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ინციდენტებში მონაწილეობას უშუალოდ გელა კოხოძეც იღებდა. მისი სახელი და გვარი სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხული მოწმეების ჩვენებებშიც გამოიკვეთა. გელა კოხოძე ფიგურირებს 2013 წელს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას ჩატარებული საპოლიციო ოპერაციაში, რომლის დროსაც დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტები" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზეზების გამო, გელა კოხოძის სოფელ მოხეს პოლიციის უფროსად დანიშვნა გაუმართლებელია, რადგან ეს ფაქტი პოლიციის მიერ რეპრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაციას წარმოადგენს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^