Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: ჯოკია ბოდოკიას საბრალდებო დასკვნაში ნახსენებია კომპანია „დარიოუში“

13 თებერვალი, 2015 14:59

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია - ამის შესახებ ჯოკია ბოდოკის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბოდოკიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ყავლაშვილის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში ნახსენებია კერძო კომპანია „დარიოუში“ (DARYOUSH) და ნათქვამია, რომ ჯოკია ბოდოკიამ ამ კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10%  – 180 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ამასთან კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლო ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^