Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოროშენკოს ბრძანებულებით, სააკაშვილი უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს

14 თებერვალი, 2015 12:20

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, საკონსულტაციო ორგანო, რეფორმების საკითხში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო შეიქმნა. საბჭოს მთავარი ამოცანა უკრაინაში რეფორმებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა. საბჭოს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.

"ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში სააკაშვილმა პრაქტიკულად ყველა სფეროს რეფორმირება შეძლო", - მიიჩნევს პეტრო პოროშენკო.

როგორც პოროშენკო აღნიშნავს, სააკაშვილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამავდროულად იგი იქნება საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი უკრაინაში. "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ის შეძლებს ორმხრივი კომუნიკაციის დამყარებას მსოფლიოსა და უკრაინას შორის რეფორმების საკითხებში - მოიზიდავს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარადგენს ჩვენს მუშაობას საზღვარგარეთ", - აღნიშნავს პოროშენკო.

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ახალ პოზიციაზე მუშაობისთვის მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ სჭირდება. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქედ რჩება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^