Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლია გიგაური: მაღალმთიან სოფლებში სკოლების დაფინანსება მათ საჭიროებებს აღემატება

17 თებერვალი, 2015 17:27

„ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში 2014 წელს პანდუსების მოწყობა-რეაბილიტაცია 88 სკოლაში მოხდა“, - განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.

გიგაურის თქმით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის დაფინანსება იზრდება. სსსმ ყველა მოსწავლეს ჰყავს სპეციალური მასწავლებელი. გიგაური აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის 4000-მდე მოსწავლეა შეფასებული და ყველა მიმართვა დაკმაყოფილდება.

„ასაშენებელ სკოლათა პროექტებში გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა საჭიროებები. შესაძლოა, სკოლებს პანდუსების დასამონტაჟებლად სახსრებიც გამოეყოს. შშმ პირთათვის ადაპტირებული სანიტარული კვანძები უკვე მოეწყო 43 საჯარო სკოლაში“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, ლია გიგაური აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სახსრების პრობლემა და „დაფინანსება გაცილებით აღემატება მათ საჭიროებებს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^