„ისლამური სახელმწიფო“ თქვენს პოზიციას არ გამოხატავს და არც ჩვენ ვეომებით ისლამს“, - ასე მიმართა მუსლიმებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ექსტრემიზმის საწინააღმდეგო სამიტზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმებს აქვთ პასუხისმგებლობა, გამიჯნონ ისლამი და ის იდეა, რასაც ISIS-ის მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებები ახვევენ ხალხს თავს. ბარაკ ობამამ დღემდე თავის ყველაზე თამამ მიმართვაში ხაზგასმით გამიჯნა ისლამი და ძალადობრივი ექსტრემიზმი.
„ჩვენ არ ვებრძვით ისლამს, ჩვენ ვებრძვით ხალხს, ვინც ისლამის იდეას ამახინჯებს. არ დაანებოთ ISIS-ის, შებღალოს თქვენი რელიგია და იდენტობა“, -ამბობს ობამა.
ობამა მიიჩნევს, რომ ამერიკისა და დასავლეთის მტერი ეწევა პროპაგანდას, თითქოს ეს ერები ისლამის წინააღმდეგნი არიან: „ამით იზიდავენ ისინი ახალგაზრდებს, ამით ხდიან ისინი ახალგაზრდებს ექსტრემისტებად“, - ამბობს ის.
აშშ პრეზიდენტი მუსლიმ ლიდერებსაც მოუწოდებს, მათთან ერთად შეებრძოლონ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ ამერიკას ისლამის შევიწროება სურს.