თბილისის 5 უსახელო ქუჩას ქართველი ქალების სახელები მიენიჭება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელ ქუჩას, ვისი სახელი დაერქმევა.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - საზოგადო მოღვაწე (1879-1967). ამ ქალის სახელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩუღურეთის რაიონის ივერთუბნის დასახლებას მიენიჭება.
ანნა/ოლა/სოლოღაშვილი - საზოგადო მოღვაწე (1882-1937); "თბილისი მოლის" უკან მდებარე ქუჩა მისი სახელობის იქნება; იქვე იქნება ქრისტინე შარაშიძის ქუჩა (ისტორიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე);
ლიზა/ელისაბედ/ნაკაშიძე-ბოლქვაძე - საზოგადო მოღვაწე (1885-1937), მისი სახელობის ქუჩა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის დასახლებაში იქნება;
ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რომელ ქუჩას მიენიჭება ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის სახელი (საზოგადო მოღვაწე).
ყველა აღნიშნული ქუჩა დღემდე უსახელოა.
თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კავკასიის ბიუროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, თბილისის ქუჩებს სახელდებისას გამოჩენილი ქართველი ქალების სახელები მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველიძემ “ლიბერალს“ უთხრა, რომ ქუჩებს სახელები არ ეცვლება გარდა იმ გამონაკლისებისა, სადაც საბჭოური დასახელებები გვხდება. მისივე თქმით, ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შემთხვევაში, ახალი ჟღერადობით ადვილი წარმოსათქმელი, ხოლო უცო ენაზე დასაწერად მარტივი გამოსაყენებელი უნდა იყოს.
მისივე თქმით, დღევანდელი სხდომაზე, მხოლოდ ერთი ქუჩის სახელის გადარქმევაზე იყო საუბარი. მულღაზანზარის ქუჩას, რომელიც დიღომში მდებარეობს, მოსახლეობის თხოვნით სახელი შეეცვლება.