„შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა დღეს ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
„სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. საჭიროა, ერთიანი მუშაობა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები იმის შესახებ, როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია უახლოეს მომავალში.