Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოსკარი“ 2015 - გამარჯვებული ფილმები

23 თებერვალი, 2015 15:10

„ოსკარის“ დაჯილდოების 87-ე ცერემონიაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ალეხანდრო გონსალესის „ბერდმენი“ გახდა.

საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ფილმის რეჟისორმა, ალეხანდრო გონსალესმა მიიღო.

საუკეთესი მსახიობი ქალის კატეგორიაში ჯულიანა მურმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „კვლავ ელისი".

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში კი ოსკარი ედი რედმეინმა მიიღო, ფილმისთვის „ყველაფრის თეორია".

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელ ქალად პატრიცია არკეტი დასახელდა, ფილმისთვის „ახალგაზრდობა".

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელ მამაკაცად კი ჯეი ქეი საიმონსი დასახელდა, ფილმისთვის „შეპყრობილი".

საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში გრაამ მურმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „იმიტაციის თამაში". 

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ ალეხანდრო გონსალესმა, ნიკოლას გიაკობონემ, ალექსანდრ დინელარისმა და არმანდო ბომ მიიღეს, ფილმისთვის „ბირდმენი".

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „იდამ" გაიმარჯვა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ „მეოთხე მოქალაქემ" მიიღო.

საუკეთესო ანიმაციად კი „დიდი გმირი 6" დასახელდა.

საუკეთესო მონტაჟის ჟანრში „შეპყრობილმა" გაიმარჯვა.

საუკეთესო სიმღერად „დიდება" დასახელდა, ფილმიდან "სელმა".

საუკეთესო კინომუსიკის ჟანრში „ოსკარი“ ალექსანდრე დესპლატმა მიიღო, ფილმისთვის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი".

საუკეთესო კინომატოგრაფიის ჟანრში „ბირდმენმა" გაიმარჯვა.

საუკეთესო კოსტუმებისთვის, დიზაინისთვის, მაკიაჟისა და ვარცხნილობებისთვის „ოსკარი“ „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტმა" მიიღო.

საუკეთესო აუდიომონტაჟის კატეგორიაში „ამერიკელმა სნაიპერმა" გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო საუნდ-მიქსისთვის „ოსკარი“ „შეპყრობილმა" მიიღო. 

საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში „ინტერსტელარმა" გაიმარჯვა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჟანრში „ოსკარი“ „ნადიმს" გადაეცა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^