Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: წყალმომარაგების კომპანიაში თანხის მითვისებისთვის თამარ ფხოველიშვილი დააკავეს

24 თებერვალი, 2015 14:35

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დააკავეს, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამავე საქმეზე დაკავებულია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილსა და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად  კომპანიის კუთვნილი თანხა მიითვისა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^