Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიზნესასოციაცია: ხელისუფლებას ბევრი რეზერვი აქვს ლარის კურსის გამოსასწორებლად

25 თებერვალი, 2015 19:01

„დღეს ხელისუფლება და პარლამენტი ორიენტირებული უნდა იყოს ბიზნესზე და უნდა შექმნას მისი ხელშემწყობი რეგულაციები, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჭირაქაძემ.

ჭირაქაძის თქმით, ლარის კურსთან მიმართებით დღეს პანიკური ვითარებაა და აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები.

„მიმაჩნია, ხელისუფლებას ბევრი რეზერვი აქვს არსებული ვითარების გამოსასწორებლად. ძირითადად ეს რესურსებია პრივატიზაცია, ბიზნესზე უარყოფითად მოქმედი რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაციის გაუქმება და მასზე ორიენტირებული ისეთი ინიციატივების შექმნა, რომელიც ბიზნესის სფეროს წაახალისებს“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ობიექტების  პრივატიზაცია ლარის კურსს დროებით დაარეგულირებს, ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები კი შესაძლებელს გახდის ლარის კურსთან არსებული კითხვების მნიშვნელოვნად შემცირებას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^