საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე თანამდებობიდან გადადგა. მან დაკავებული თანამდებობა გუშინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით ლომიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა.
ლომიძემ „ლიბერალთან“ საუბრისას თანამდებობის დატოვების მიზეზად კერძო და სახელმწიფო სექტორიდან მიღებული შეთავაზებები დაასახელა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.