გაიოზ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით დაწერა.