Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედის დღე - დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების გარეშე

03 მარტი, 2015 21:06

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირება აუცილებელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ქალს არ იღებენ  ან ათავისუფლებენ სამსახურიდან ორსულობის გამო“, - განაცხადა „ლიბერალთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ.

მისი თქმით, კონვენცია რამდენიმე ასპექტს უსვამს ხაზს, რომელიც ქალთა, განსაკუთრებით კი დედობის პერიოდში, უფლების დაცვისთვის აუცილებელია.  

„კონვენცია, კერძო თუ საჯარო  სექტორში, ყველა ტიპის სამსახურში დასაქმებულ ქალებზე ვრცელდება და მათ მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს. მასში საუბარია ორსულობის დროს დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ქალის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე“, - ამბობს აბაშიძე.

ანა აბაშიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა უფრო მაღალი სტანდარტით იცავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალებს და ვიდრე კერძო დაწესებულებაში.

„კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში, ქალს შვილის გაჩენასა და სამსახურის შენარჩუნებას შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს“, - ამბობს აბაშიძე.

სახალხო დამცველმა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში საკანონმდებლო ორგანოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისა, ყველა დაინტერესებულ მხარეს კი განხილვებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღეს სახალხო დამცველის აპარატმა დედის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისკენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^