სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი დირექტორი გაიოზ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ თავად თალაკვაძემ დაუდასტურა.
იგი მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ლომიძის ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით ლომიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა.
ლომიძემ „ლიბერალთან“ საუბრისას თანამდებობის დატოვების მიზეზად კერძო და სახელმწიფო სექტორიდან მიღებული შეთავაზებები დაასახელა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.