Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიბრალული, სინდისის ქენჯნა - დამსაქმებლის დამოკიდებულება შშმ და სსსმ პირთა დასაქმებაზე

04 მარტი, 2015 20:15

„დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ“, - აღნიშნული კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით კვლევითმა კომპანია IPM-მა ჩაატარა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქმედითი ნაბიჯები შშმ და სსსმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ჩართულობით, დაიწყო მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისის შექმნისა და პილოტირების თაობაზე. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი; ადგილობრივი დამსაქმებელი; აღნიშნული სამიზნე ჯგუფის შერჩევისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ა) დამსაქმებლები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების გამოცდილება; ბ) დამსაქმებლები, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების გამოცდილება; გ) მსხვილი მეწარმე დ) მცირე მეწარმე უშუალო რესპონდენტად განისაზღვრა ის პირი, რომელიც კომპანიაში თანამშრომლის დაქირავების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

კვლევის შედეგების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირი, როგორც ტერმინების გაგება რესპონდენტებთან - მცირე და მსხვილ მეწარმეებთან მეტ-ნაკლებად უცნობია, განსაკუთრებით რესპონდენტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმების გამოცდილება. რაც შეეხება ტერმინს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, კიდევ უფრო მეტად უცხოა რესპონდენტებისთვის.

„შეზღუდული შესაძლებლობა, რესპონდენტთა ნაწილისთვის, ასოცირდება სმენის დაქვეითებასთან ან მეტყველების პრობლემებთან. ნაწილისათვის შეზღუდული შესაძლებლობის გაგება დავიწროებულია გადაადგილების სირთულით და პირდაპირ ასოცირდება ეტლთან. შეზღუდული შესაძლებლობა აღქმის თვალსაზრისით რესპონდენტებისათვის უფრო მეტად დაკავშირებულია ხილვად პრობლემასთან, თვალშისაცემ ფიზიკურ თავისებურებასთან და შედარებით ნაკლებად გონებრივ, მენტალურ პრობლემებთან“.

რაც შეეხება სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების დამოკიდებულებას, კვლევაში ნათვაქმია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირისადმი დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს არა სისტემური ცვლადები (მაგ. კანონი, „მოქალაქეობრივი თვითშეგნება“, სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ), არამედ ინდივიდუალური და ძნელად გასაკონტროლირებელი ცვლადები (მაგ. ინდივიდის ფსიქოლოგიური პოზიცია განსახვავებულისადმი ზოგადად, აღზრდის თავისებურებები, პიროვნული ნიშნები, რელიგიურობა, ან ტრადიციული მორალი და ა.შ).

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისადმი კოლექტივის დამოკიდებულება რეგულირებულია არა ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობით, ან მოქალაქეობრიობასთან დაკავშირებული, ან სამოქალაქო ვალდებულებასთან დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებული გრძნობით, არამედ ერთი მხრივ, ტრადიციული მორალით (რომელზეც რელიგიურობა ახდენს გავლენას), ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური ეთიკური ნორმებით“, - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის უცნობია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა არეგულირებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირისა და დამსაქმებლის, მათი და საზოგადოების ურთიერთობას ზოგადად. უცნობია მათთვის ე.წ. სამოქალაქო საზოგადობისათვის დამახასიათებელი პოზიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირისადმი.

ამასთან, კვლევისთვის ჩაწერილი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები სხვა თანამშრომლებთან შედარებით განსაკუთრებით სწრაფად ადაპტირდებიან სამუშაო გარემოსთან, ისევე როგორც სირთულეებთან, რომლებიც შეზღუდულ შესაძლებლობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, რომელიც დასაქმებულია სხვადასხვა პროფილის საწარმოში, ერთგვარად სოციალური ფასილიტატორის ფუნქციასაც ასრულებს. დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაო მოტივატორის ფუნქციას ასრულებს სხვა თანამშრომლებისათვის. სავარაუდოდ, ეს ეფექტი მიიღწევა ბრალის გრძნობით, რომელსაც სხვა თანამშრომლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისადმი შეიძლება განიცდიდნენ, რაც მათ „აიძულებთ“, როგორც მინიმუმ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირზე უფრო ცუდად ან უხარისხოთ არ შეასრულონ სამუშაო“, - ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც შედეგებშია აღნიშნული, ადაპტაციის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის კოლექტივთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე სხვა თანამშრომლები განიცდიან ერთგვარ დაძაბულობას, რესპონდენტები საუბრობდნენ უხერხულობის განცდაზე, მზერის კონტროლზე და ა.შ.

„თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ადაპტაციის ეს საწყისი პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და მაქსიმუმ მუშაობის პირველი კვირის ბოლოს ქრება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის აფექტები (დაძაბულობა, უხერხულობის განცდა, სირცხვილის გრძნობა), როგორც წესი, ეუფლება არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, არამედ კოლექტივს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მათ ეხმარება ამ ემოციური მდგომარეობების გადალახვაში“, - წერია კვლევაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კოლექტივისა და დასაქმებულის ემოციურ  პოზიციას ამომწურავად აღწერს სამი ტერმინი: სიბრალული (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიმართ), ბრალის გრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.

„დამსაქმებელს ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეცოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (სიბრალული), რის გამოც ასაქმებს მას და ამავე დროს აქვს მინიმალური თვით რეფლექსია ამასთან დაკავშირებით. სიბრალული, როგორც დასაქმების მოტივი მთლიანად ეფუძნება ნაკლს, შეზღუდვას, დიაგნოზს, რომლის მატარებელიც შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.

დამსაქმებლის მეორე მოტივი და, შედარებით უფრო გადამუშავებული, არის ბრალის გრძნობა, როგორც სიბრალულის სუბლიმირებული, გაშინაგნებული  და ფსიქიკურად გადამუშავებული ვერსია. დამსაქმებელს აქვს ბრალის გრძნობა (დანაშაულის შეგრძნება, სინდისის ქენჯნა), რაც მას შინაგანად აიძულებს დაასაქმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (მაშინ როდესაც სიბრალულის განცდა მთლიანად გარედან არის დეტერმინირებული და ეფუძნება კონკრეტულ დიაგნოზს).

სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, სამოქალაქო პოზიცია თავისუფალია არა მხოლოდ სიბრალულის განცდისგან, არამედ ბრალის გრძნობისგანაც, თუმცა ნაწარმოებია მათგან. გამოკითხულ რესპონდენტთა მცირე ნაწილი განიცდიდა სიბრალულს, რაც დასაქმების ყველაზე პრიმიტიული ფსიქიკური მოტივია. უმრავლესობა ბრალის გრძნობას. სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც დასაქმების მოტივი ისეთივე იშვიათობას წარმოადგენდა, როგორც სიბრალულის განცდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორებმა ასევე გამოყვეს დასაქმების დამაბრკოლებელი ფაქტორები და ბარიერები. მათი თქმით, უმთავრეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ფიზიკური გარემო, რომელიც არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებზე. გარემოს პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ტრანსპორტთან, გადაადგილებასთან.

ასევე, მათივე თქმით, იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდებოდა ფობიური დამოკიდებულება დამსაქმებლის მხრიდან. შიში, იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ვერ შეასრულებს დაკისრებულ სამუშაოს, ან ვერ დაიცავს უსაფრთხოების წესებს.

დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის ასევე მოხვდა მიუწვდომელი ბაზები, სადაც პოტენციურ დამსაქმებელს შეუძლია მოძებნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი და მიიღოს ინფორმაცია მისი კომპეტენციისა და უნარების შესახებ.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებისას გამოცდილების არქონა წარმოადგენს მეწარმისთვის ერთ–ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს, რომელიც მას აიძულებს, თავი შეიკავოს მათი დასაქმებისგან.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^